ეკა სეფაშვილი მეუფე ნიკოლოზის რუსეთში ვიზიტზე: არ გამოვრიცხავ, რომ სააკაშვილის რაღაც დანაბარების გადასაცემად არის

ეკა სეფაშვილი მეუფე ნიკოლოზის რუსეთში ვიზიტზე: არ გამოვრიცხავ, რომ სააკაშვილის რაღაც დანაბარების გადასაცემად არის

„ხალხის ძალის“ წევრი ეკა სეფაშვილი მეუფე ნიკოლოზის რუსეთში ვიზიტს გამოეხმაურა.

„ეს არის კერძო ვიზიტი, ეს არ არის საპატრიარქოს ოფიციალური ვიზიტი. კერძო პირს, რა თქმა უნდა უფლება აქვს წავიდეს სადაც მოესურვება და თუ ახლა მიხეილ სააკაშვილის მოძღვარი მიდის რუსეთში, არ გამოვრიცხავ, რომ სააკაშვილის რაღაც დანაბარების გადასაცემად მიდის მოსკოვში. არ ვიცი, ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს. თავად ის ფაქტი, რომ მისი [სააკაშვილის] მოძღვარია და კერძო ვიზიტია, და არა საპატრიარქოს პოზიცია, სჯობს თვითონ მას [მეუფე ნიკოლოზს] ჰკითხოთ რატომ წავიდა“, - განაცხადა სეფაშვილმა.

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განმარტებით, მეუფე ნიკოლოზის ჩასვლა მოსკოვში პატრიარქ კირილესთვის ანგელოზის დღის მისალოცად არის კერძო ვიზიტი და ის არ წარმოადგენს საპატრიარქოს.