კახა კალაძე: 26 მაისი არის ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეა და, ცხადია, უნდა იყოს ქართული დროშები

კახა კალაძე: 26 მაისი არის ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეა და, ცხადია, უნდა იყოს ქართული დროშები

კახა კალაძე დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად პარლამენტის შენობის ფასადის გაფორმებასთან დაკავშირებულ კრიტიკას გამოეხმაურა, კერძოდ კი იმ ფაქტს, რომ საკანონმდებლო ორგანოს ფასადის გაფორმებაში არ არის გამოყენებული ევროკავშირის დროშა. თბილისის მერმა ამ განცხადებებს მორიგი სპეკულაციები და სიბინძურე უწოდა.

„26 მაისი არის საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეა და, ცხადია, უნდა იყოს ქართული დროშები. მეორე, ასევე მნიშვნელოვანი საკითხი - ყველა დამოუკიდებლობის დღეს ჰქონდა შესაბამისი სლოგანი და შესაბამისი შინაარსის კამპანია მიმდინარეობდა. არ ვიცი ეს სიბინძურე და სპეკულაციები რას ემსახურება“, - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლება კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს 12 რეკომენდაციის შესასრულებლად, ოპოზიცია კი ხელის შეშლის გარდა არაფერს აკეთებს.