მამუკა მდინარაძე მეუფე ნიკოლოზის მოსკოვში ჩასვლაზე: მინიმუმ უცნაურია, ადამიანი, რომელიც ძალიან ხშირად შედის მიხეილ სააკაშვილთან, ახლა აღმოჩნდა რუსეთში

მამუკა მდინარაძე მეუფე ნიკოლოზის მოსკოვში ჩასვლაზე: მინიმუმ უცნაურია, ადამიანი, რომელიც ძალიან ხშირად შედის მიხეილ სააკაშვილთან, ახლა აღმოჩნდა რუსეთში

მინიმუმ უცნაურია, ადამიანი, რომელიც ძალიან ხშირად შედის მიხეილ სააკაშვილთან, ახლა აღმოჩნდა რუსეთში რუსეთის საპატრიარქოს ხელმძღვანელთან ანგელოზის დღის მისალოცად, - ასე გამოეხმაურა მამუკა მდინარაძე მეუფე ნიკოლოზის მოსკოვში ჩასვლას. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის თქმით, უცნაურია, რომ საპატრიარქოს ამ ვიზიტის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა.

„რაიმე განსაკუთრებულ კომენტარს ვერ გავაკეთებ. უცნაურია - მხოლოდ ამით შემოვიფარგლები. უცნაურია, რომ ეს ადამიანი აღმოჩნდა საპატრიარქოს თანხმობის გარეშე რუსეთის პატრიარქთან. თუმცა, ეს ჩემი შესაფასებელი შეიძლება არც იყოს. ასეთი უცნაურობები, როგორც მინიმუმ, ხშირად გვაქვს საინფორმაციო ველზე და მერე, დრო რომ გადის რაღაც ახსნები აქვს“, - განაცხადა მდინარაძემ.

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განმარტებით, მეუფე ნიკოლოზის ჩასვლა მოსკოვში პატრიარქ კირილესთვის ანგელოზის დღის მისალოცად არის კერძო ვიზიტი და ის არ წარმოადგენს საპატრიარქოს.