„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროკავშირის 12 რეკომენდაცია ივნისის ბოლოსთვის შესრულებული იქნება.
„ივნისის ბოლოსთვის ყველა რეკომენდაცია იქნება პირნათლად შესრულებული. აქედან გამომდინარე, თუ იქნება სამართლიანი შეფასება ამჯერად, რა თქმა უნდა შეფასება იქნება დადებითი ჩვენი ქვეყნის მიმართ და ასეთ შემთხვევაში დეკემბერში ევროკავშირმა უნდა მიიღოს დადებითი გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, თუ იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება, განსხვავებით შარშანდელი ივნისის გადაწყვეტილებასთან შედარებით. ჩვენი მოლოდინი ამ კუთხით არის ოპტიმისტური, თუმცა ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და შანსები არის დაახლოებით 50/50-ზე“, - განაცხადა კობახიძემ.