ირაკლი კობახიძე რადიკალურ ოპოზიციაზე: როგორც ჩანს, ახლა ეჭვი გაუჩნდათ დეკანოიძესა და გოცირიძეზე. ეს მათი საქმეა, ვისზე ექნებათ ეჭვი, ვის რას დააბრალებენ, ჩვენ ამაში შესვლა არ გვინდა

ირაკლი კობახიძე რადიკალურ ოპოზიციაზე: როგორც ჩანს, ახლა ეჭვი გაუჩნდათ დეკანოიძესა და გოცირიძეზე. ეს მათი საქმეა, ვისზე ექნებათ ეჭვი, ვის რას დააბრალებენ, ჩვენ ამაში შესვლა არ გვინდა

თავიდან საუბრობდნენ 5 ოპოზიციონერ დეპუტატზე, რომ მათ მხარი დაუჭირეს იუსტიციის უზენაესი საბჭოს წევრებს. ახლა როგორც ჩანს, ეჭვი გაუჩნდათ დეკანოიძესა და გოცირიძეზე. ეს მათი საქმეა, ვისზე ექნებათ ეჭვი, ვის რას დააბრალებენ, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა კითხვაზე, „ნაცმოძრაობიდან“ წასული ოპოზიციონერ დეპუტატებს მიეცემათ თუ არა პოლიტიკური ჯგუფის შექმნის შესაძლებლობა.

„თავიდან საუბრობდნენ 5 ოპოზიციონერ დეპუტატზე, რომ მათ მხარი დაუჭირეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს. ახლა როგორც ჩანს, ეჭვი გაუჩნდათ დეკანოიძეზე და გოცირიძეზე. ეს მათი საქმეა, ვისზე ექნებათ ეჭვი, ვის რას დააბრალებენ, ეს მათი საქმეა. ჩვენ ამაში შესვლა არ გვინდა.

რაც შეეხება ამ კონკრეტულ კანონპროექტს, ჩვენ გადაწყვეტილიც არ გვაქვს, მხარდაჭერა. უბრალოდ, დაჩქარებული წესით მოითხოვეს და ამას მხარი დავუჭირეთ. უახლოეს დღეებში გვექნება შეკრება და იქ მივიღებთ გადაწყვეტილებას ამ კანონპროექტის მხარდაჭერა-უარყოფასთან დაკავშირებით“, - განაცხადა კობახიძემ.