საზოგადოებამ ერთმანეთისგან არ უნდა განასხვაოს „ნაცმოძრაობა“ და კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის მორიგ განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის აზრით, არ შეიძლება კონკრეტული პარტიები, რომლებიც „კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ წარმოადგენენ, შეიფუთონ როგორც შუაშისტური ძალები.
„საზოგადოებას მინდა ვუთხრა ერთი რამ - არ უნდა მოხდეს „ნაცმოძრაობისა“ და კოლექტიური „ნაცმოძრაობის ერთმანეთისგან გარჩევა. არის რამდენიმე პოლიტიკური პარტია - იგივე „გირჩი“, გახარიას პარტია, „ლელო“ და ა. შ. ეს ყველაფერი არის კოლექტიური. არ შეიძლება კონკრეტული პარტიები, რომლებიც სინამდვილეში არიან „ნაცმოძრაობა“, შეიფუთონ როგორც არა „ნაცმოძრაობა“ და ერთგვარი შუაშისტური პარტიები. ამ ნაწილში ვიზიარებ ამ მოსაზრებას. თუ ამაზეა საუბარი, ეს არის ლოგიკური დასკვნა“, - განაცხადა კობახიძემ.