ოზურგეთში მასშტაბური ბოლო ზარი გაიმართა

ოზურგეთში მასშტაბური ბოლო ზარი გაიმართა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ცენტრალურ მოედანზე მოსწავლეების, მასწავლებლების და მშობლების მონაწილეობით მასშტაბური ბოლო ზარი გაიმართა, რომელსაც გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრო.

ღონისძიება ოზურგეთის მერიის მხარდაჭერით და საგანმანათლებო რესურსცენტრის ორგანიზებით ჩატარდება.