PANDORA - ამ სახელის გაგონებაც კი ქალებში განსაკუთრებულ ემოციებს იწვევს, რაც იმას ნიშნავს, რომ მანდილოსნებს ბრენდისა და მის მიერ წარმოებული სამკაულების მიმართ გამორჩეული სიყვარული აქვთ.
პანდორაზე პირველი, რაც ახსენდებათ ხოლმე, ლამაზი, მცირე ზომის ჩარმებით ასხმული სამაჯურია. დიახ, ეს ის გამორჩეული აქსესუარია, რომელიც ნებისმიერ ქალს აბედნიერებს და „იძულებულს ხდის“ მუდმივად მისი მეგზური გახადოს. პანდორას სამაჯური არის სამკაული, რომელიც გადმოსცემს შენს ემოციებს, განწყობას, მოგონებებს. შენი პანდორა განსხვავებულია სხვა სამაჯურებისგან და გაძლევს საშუალებას გამოხატო საკუთარი თავი ჩარმების შენეული შერწყმითა და შეხამებით.
პანდორასთვის დამახასიათებელი და გამორჩეული ხელწერა - ,„ჩარმ’’ სამაჯურების კონცეპტი, ბრენდმა 2000 წელს წარადგინა და მას შემდეგ მის ცენტრალური პროდუქტად ამ ტიპის სამაჯურები იქცა. პანდორას ჩარმით შექმნილი სამაჯურები, რომელიც ქალბატონების ინდივიდუალიზმს უსვამს ხაზს, ბრენდის კონცეპტუალური გამოწვევაა, რითაც მათ ეძლევათ შესაძლებლობა თავად შექმნან ინდივიდუალური დიზაინის სამაჯური, ამავდროულად სიმბოლური დატვირთვა მისცენ თითოეულ ჩარმს და მუდამ თან ატარონ მათთვის მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი მომენტები.
PANDORA -ს შექმნის ისტორია
პანდორა 1982 წელს ქალაქ კოპენჰაგენში (დანია) დაარსდა და დღეს უკვე მსოფლიო მასშტაბით სამკაულების ბრენდებს შორის ერთ-ერთი პირველი ადგილი უჭირავს. პანდორას სამკაულები მსოფლიოს 90 ქვეყანაში იყიდება და დასაქმებული ჰყავს 11,400 ადამიანი.
დღეს PANDORA ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საიუველირო ბრენდია, რომელიც ერთნაირად ცნობილი და პოპულარულია ყველა კონტინენტზე.
ახალგაზრდა იუველირმა პერ ენევოლდენსმა და მისმა მეუღლემ ვინიმ, 1982 წელს პატარა მაღაზია კოპენჰაგენის ცენტრში გახსნეს. მაღაზიის ზომა მხოლოდ 30 კვადრატულ მეტრს შეადგენდა და მასში წარმოდგენილი იყო ორიგინალური, ხელნაკეთი სამკაულები. წყვილი ხშირად მოგზაურობდა ტაილანდში, განსხვავებული სამკაულების საძიებლად. მათ შეძენილი ნივთები გასაყიდად ჩამოჰქონდათ და ისეთ მოწონებას იმსახურებდა, რომ თანდათან იზრდებოდა მოთხოვნა მათ სამკაულებზე.
PANDORA- ს მისია იყო და არის ის, რომ ქალბატონებს შესთავაზოს თანამედროვე და მაღალი ხარისხის ხელნაკეთი სამკაულების უნიკალური არჩევანი ხელმისაწვდომ ფასებში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
თითოეულ ქალს აქვს საკუთარი უნიკალური ისტორია და განსაკუთრებული მომენტების პერსონალური კოლექცია. სწორედ ამიტომ, პანდორა გეხმარებათ, დაიმახსოვროთ და მუდმივად თან ატაროთ ის ემოციები და წუთები, რომელიც დაუვიწყარი მოგონებების საკუთარ სკივრში „ჩაკეტეთ“.
მიუხედავად იმისა, რომ სამაჯური პანდორას მთავარ პროდუქტად იქცა, ბრენდმა დაამტკიცა რომ პანდორა მხოლოდ სამაჯურები არ არის, დახვეწილი და ორიგინალური დიზაინით არანაკლებ სიყვარულს იმსახურებს პანდორას ბეჭდები თუ ნაზი ყელსაბამები.
PANDORA -ს შეძენა ექსკლუზიურ ფასად მხოლოდ Time-შია შესაძლებელი.