ზაზა შათირიშვილი: საქართველო მკვეთრად გამოხატულია რელიგიური ღირებულებებით, ოჯახის ფასეულობებით, „ქართული ოცნება“ დადგა იქ, სადაც უნდა დამდგარიყო

ზაზა შათირიშვილი: საქართველო მკვეთრად გამოხატულია რელიგიური ღირებულებებით, ოჯახის ფასეულობებით, „ქართული ოცნება“ დადგა იქ, სადაც უნდა დამდგარიყო

ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ქართველი ხალხის შეკვეთა შეასრულა, როდესაც ევროპის სოციალისტურ პარტიასთან თანამშრომლობა გაწყვიტა.

„თუ ათი, ან თხუთმეტი წლის წინ უფრო რაღაც ცენტრისტულ ხასიათს ატარებდა სოციალისტური მოძრაობა ევროპაში, დღეს შეიძლება ითქვას, რომ სოციალისტებსა და სახალხო მოძრაობას შორის ფაქტობრივად არანაირი განსხვავება არ არის. მართლა შეიძლება განვიხილოთ როგორც ულტრალიბერალური ძალა და ასე ვიტყოდი, ფაქტობრივად ამ მთელი იდეოლოგიური სიმდიდრიდან, დარჩა ორი ძალა - ლიბერალური და კონსერვატიული. მთავარი მომენტი არის სწორედ ღირებულებების საკითხი. საქართველო მკვეთრად გამოხატულია რელიგიური ღირებულებებით, ოჯახის ფასეულობებით, პრაქტიკულად, შეიძლება ითქვას, რომ ბუნებრივად მოხდა პოზიციონირება ჩვენი კულტურის ამ მოძრაობაში და „ოცნება“ უბრალოდ ასრულებს ამ შეკვეთას, მე ასე ვიტყოდი. შეიძლება „ოცნება“ თავიდან არ იყო ასეთი, მაგრამ გამომდინარე ჩვენი კულტურის, ქვეყნისა და ხალხის უდიდესი, მართლა ძალიან დიდი ნაწილის წარმოდგენებიდან, პოზიციონირებიდან, „ოცნება“ დადგა იქ, სადაც უნდა დამდგარიყო“, - აცხადებს ფილოსოფოსი.

„ქართულმა ოცნებამ“ ევროპის სოციალისტური პარტიის დამკვირვებელი წევრის სტატუსს, ასევე ამ პარტიასთან დაკავშირებული სხვა გაერთიანებები დატოვა. შესაბამისი გადაწყვეტილება მმართველი პარტიის პოლიტსაბჭომ მიიღო.