სამწუხაროა, რომ ქალბატონი სალომეს ნარატივი და დღის წესრიგი ერთი ერთში გამონაკლისების გარეშე, ემთხვევა რადიკალური ოპოზიციის ნარატივს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას, რომ ცესკო-სთან დაკავშირებულ კანონპროექტს, მიღების შემთხვევაში, პრეზიდენტი ვეტოს დაადებს.
„იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ის ვითომ აკრიტიკებს ნაცმოძრაობას და რადიკალური ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებს, მაშინაც, ცალსახად ვხედავთ რომ არის მათი ნარატივის გაძლიერების მცდელობა“, - აღნიშნა მდინარაძემ.