მთავარი ბრძოლა წინაა კიდევ, ბრძოლა გრძელდება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ირაკლი ნადირაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, მსჯავრდადებულ ექსპრეზიდენტს უარი ეთქვა ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე.
„ყველამ ვიცით, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის უმძიმესი, ამაზე საუბრობდა არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტი. მე დარწმუნებული ვარ, რომ როდესაც არსებითი განხილვა დასრულდება, მიხეილ სააკაშვილის სასარგებლოდ იქნება გადაწყვეტილება მიღებული“, - განაცხადა ნადირაძემ.
იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ უარი უთხრა მიხეილ სააკაშვილს ვარშავაში გადაყვანაზე და სახელმწიფოს არ დაავალა ქვეყნის შიგნით მისი სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა.