ირაკლი ნადირაძე: პარტიიდან ნამდვილად არავინ გაგვიგდია

ირაკლი ნადირაძე: პარტიიდან ნამდვილად არავინ გაგვიგდია

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ირაკლი ნადირაძის განცხადებით, პარტიიდან არვინ გაუგდიათ და ნიკა მელია საკუთარ თავს თვითონ რიყავს „ნაციონალური მოძრაობიდან“.

მისი თქმით, ნიკა მელიამ საათნახევრიანი ინტერვიუში მთელი დრო პარტიის ლანძღვას დაუთმო.

„პარტიიდან ნამდვილად არავინ გაგვიგდია. სამწუხაროდ, თავის თავს თვითონ რიყავს ეს ადამიანი [ნიკა მელია] პარტიიდან. საათნახევრიანი ინტერვიუ იყო და სამწუხაროდ, მთელი ეს დრო პარტიის ლანძღვას დაუთმო. პარტიას ჰყავს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილის სახით, ჰყავს პოლიტსაბჭო და შესაბამისად, პარტიას მართავს ეს ახალი გუნდი“, - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ მართვის ბერკეტებს სრულად ფლობენ დავით კეზერაშვილი, ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი -ამის შესახებ პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ განაცხადა.

როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, დღეს პარტია იმართება არაფორმალურად და ეს არის ძირეული პრობლემა. ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე, დავით კეზერაშვილის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ ის „ნაციონალურ მოძრაობას" მოწყვლად მდგომარეობაში აყენებს. მისივე თქმით, არჩევნებიდან ხუთ დღეში ჩატარდა პოლიტიკური ყრილობა, რომელსაც არჩეული თავმჯდომარე უნდა დაემტკიცებინა და ახალმა გუნდმა, ნახევარი პოლიტიკური პარტიის იგნორირება მოახდინა.