გიორგი ვოლსკი: საზოგადოება არჩევანს აკეთებს იმ პოლიტიკურ ძალაზე, რომელიც უზრუნველყოფს სტაბილურობას, ეკონომიკური მაჩვენებლის შენარჩუნებას

გიორგი ვოლსკი: საზოგადოება არჩევანს აკეთებს იმ პოლიტიკურ ძალაზე, რომელიც უზრუნველყოფს სტაბილურობას, ეკონომიკური მაჩვენებლის შენარჩუნებას

საზოგადოება ამ შემთხვევაში არჩევანს აკეთებს იმ პოლიტიკურ ძალაზე, რომელიც უზრუნველყოფს სტაბილურობას, ეკონომიკური მაჩვენებლის შენარჩუნებას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ვოლკიმ განაცხადა.

„ხშირ შემთხვევაში უფრო ზუსტ რეიტინგებს გვიჩვენებს არჩევნები. მაგრამ არის თემები, თუნდაც იგივე Gorbi-ს კვლევაც არ იყო საჭირო იმისთვის, რომ საზოგადოების განწყობა გვცოდნოდა. რა თქმა უნდა, საზოგადოება ამ შემთხვევაში არჩევანს აკეთებს იმ პოლიტიკურ ძალაზე, რომელიც უზრუნველყოფს სტაბილურობას, ეკონომიკური მაჩვენებლის შენარჩუნებას. მსოფლიო ბანკმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საკმაოდ დამაჯერებლად პოზიტიური რეკომენდაციები გასცა, ანალიზი გამოაქვეყნა. აქედან გამომდინარე მსჯელობს საზოგადოებაც“,- აღნიშნა ვოლსკიმ.

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით GORBI საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს.