ისრაელს, ამერიკის შეერთებული შტატების უახლოეს პარტნიორს, საყვედურს არავინ ეუბნება იმისთვის, რომ ყოველდღიური ფრენები აქვს რუსეთთან,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ვოლსკიმ ისაუბრა.
„ძალიან უცნაური რამ ხდება დღეს საქართველოში. ასეთი გააფთრებული შეტევა გარკვეულ გადაწყვეტილებებთან მიმართებაში მხოლოდ იმ მიზნით, რომ არ მიიღოს საქართველომ კანდიდატის სტატუსი, არსად ასეთი მაგალითი არ გვაქვს. ისრაელს, ამერიკის შეერთებული შტატების უახლოეს პარტნიორს, საყვედურს არავინ ეუბნება იმისთვის, რომ ყოველდღიური ფრენები აქვს რუსეთთან. ჩვენ ეს თემა ჩვენი რაკურსიდან უნდა განვიხილოთ “,- განაცხადა ვოლსკიმ.
რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით, 2023 წლის 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეები რუსეთში შესვლას ვიზის გაფორმების გარეშე შეძლებენ. პუტინის გადაწყვეტილებით, ასევე უქმდება 2019 წლის ივნისში გამოცემული ბრძანებულება, რომლითაც აიკრძალა საქართველოსთან პირდაპირი ფრენები.