აბსოლუტურად ლოგიკურია ის რეზულტატები, რომელიც ამ კვლევამ აჩვენა, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ GORBI-ს კვლევის შეფასებისას განაცხადა.
„ბოლოდროინდელი მოვლენები აშკარად ცხადყოფს, რომ საზოგადოებაში არსებული განწყობები ერთმნიშვნელოვნად ემთხვევა იმას, რაც არის ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და პირიქით - ოპოზიციას არაფერი აქვს რეალურად შესათავაზებელი მოსახლეობისთვის, რომელიც შეიძლება თანხვედრაში იყოს მათ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინტერესებთან“, - განაცხადა სარჯველაძემ.
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით GORBI საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს.