მაკა ბოჭორიშვილი ე.წ. ქოლცენტრებზე: ეს არის ის საკითხი, რაზეც მიმდინარეობს გამოძიება და ამ პროცესში პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა ნამდვილად დააზიანებს ამ პროცესს და არანაირად ხელს არ შეუწყობს

ეს არის ის საკითხი, რაზეც მიმდინარეობს გამოძიება და ამ პროცესში პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა ნამდვილად დააზიანებს ამ პროცესს და არანაირად ხელს არ შეუწყობს, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებს ე.წ. ქოლცენტრებზე საუბრისას განუცხადა.

„შესაბამისად, ზოგადად წარმოუდგენელია, როდესაც მსგავსი საკითხი დგება მიმდინარე გამოძიებაზე, როდესაც ჩვენი სამართალდამცავი ორგანოები ჩართულები არიან გამოძიების პროცესში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა გიორგი ვაშაძისა და დავით არახამიას კუთვნილი ე.წ. ქოლცენტრი აღმოაჩინეს. ამის პარალელურად ოპოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.