დავით ნარმანიამ ნეტო აღრიცხვის შესახებ საქართველოს გამოცდილებაზე  მოლდოვაში გამართულ ფორუმზე ისაუბრა

დავით ნარმანიამ ნეტო აღრიცხვის შესახებ საქართველოს გამოცდილებაზე  მოლდოვაში გამართულ ფორუმზე ისაუბრა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მოლდოვაში, ქ. კიშინოვში გამართულ ფორუმში - „კიშინიოვის ურბანულ-სოციალური ფორუმი - 2023” (Urban Social Forum Chisinau – 2023) მიიღო მონაწილეობა. სემეკის თავმჯდომარემ, როგორც მიწვეულმა სპიკერმა,  ენერგოეფექტური ქალაქის შესახებ თემატურ პანელზე წარადგინა პრეზენტაცია  საქართველოში ენერგოეფექტურობისა და ნეტო-აღრიცხვის შესახებ. 

ფორუმში მონაწილეობდნენ მოლდოვის სამთავრობო, არასამთავრობო სექტორის, სხვადასხვა პროფესიული ასოციაციების წარმომადგენლები, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები. სემეკის თავმჯდომარესთან ერთად ფორუმში მონაწილეობა მიიღო სემეკის წევრმა, გოჩა შონიამ.

ურბანულ-სოციალურ ფორუმის ფარგლებში მონაწილეებმა იმსჯელეს ენერგოეფექტური ქალაქების განვითარებაზე, ენერგოუსაფრთხოებისა და კლიმატის ცვლილებების საკითხებზე. პანელურ დისკუსიებზე განიხილეს სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობისა და ეკონომიკური განვითარების საკითხები სხვადასხვა ქვეყნებში.