ირაკლი ქადაგიშვილი: ერთმნიშვნელოვნად დადებით შეფასებას იმსახურებს თითოეული ფრაზა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე წარმოთქვა

ირაკლი ქადაგიშვილი: ერთმნიშვნელოვნად დადებით შეფასებას იმსახურებს თითოეული ფრაზა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე წარმოთქვა

ბუდაპეშტში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა შეაფასა. მისი თქმით, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო პრემიერის მხრიდან იმის ხაზგასმა, რომ ჩვენს ქვეყანას, ევროკავშირის გამდიდრებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია.

„იყო ერთმნიშვნელოვნად დაბალანსებული, გამართული მსჯელობა იმ ღირებულებების შესახებ, რომელი ღირებულებებითაც საქართველოს შეუძლია ძალიან სერიოზული წვლილის შეტანა ევროკავშირის გამდიდრებაში და ამაზე ხაზგასმა იყო განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ღირებული. ერთმნიშვნელოვნად დადებით შეფასებას იმსახურებს თითოეული ფრაზა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა წარმოთქვა“, - აცხადებს ქადაგიშვილი.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე (CPAC), ბუდაპეშტში სიტყვით გამოვიდა.

„აქ არის პრემიერ-მინისტრი საქართველოდან, ჩვენ შეგვიძლია ბევრი რამ ვისწავლოთ მისგან, როგორ უნდა მოახერხოს პატარა ქვეყანამ რუსეთის ჩრდილში ცხოვრება ისე, რომ შეინარჩუნოს საკუთარი ქვეყნის ღირებულებები“, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე (CPAC), ბუდაპეშტში განაცხადა.