კახა კალაძე: დარწმუნებული ვარ, ვინც ჩემს შემდეგ იქნებიან მერები, უფრო მარტივად სამართავი ექნებათ ქალაქი, რადგან ბევრი რამ გაკეთებული გვექნება

კახა კალაძე: დარწმუნებული ვარ, ვინც ჩემს შემდეგ იქნებიან მერები, უფრო მარტივად სამართავი ექნებათ ქალაქი, რადგან ბევრი რამ გაკეთებული გვექნება

კი, არის პრობლემა, არის შეზღუდვები, არის დისკომფორტი, მაგრამ ამის გაკეთება არის აუცილებელი, - ამის შესახებ კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე საუბრისას განაცხადა. თბილისის მერმა კიდევ ერთხელ მოუხადა საზოგადოებას ბოდიში დისკომფორტისთვის და პირობა დადო, რომ მერია ყველაფერს გააკეთებს, რათა სამუშაოები დროულად დასრულდეს.

„რომ გაეკეთებინათ ეს სამუშაოები სხვა მერებს, რა თქმა უნდა, დღეს არ დაგვჭირდებოდა ამ სამუშაოების წარმოება. დარწმუნებული ვარ, ვინც ჩემს შემდეგ იქნებიან მერები, უფრო მარტივად სამართავი ექნებათ ქალაქი, იმიტომ, რომ ბევრი რამ გაკეთებული გვექნება, გვექნება გადადგმული ნაბიჯები კონკრეტული პროექტების სახით, რაც ძალიან კარგია. ამ ტვირთის აწევა გვიწევს ჩვენ. მე პირადად მზად ვარ ჩემს თანაგუნდელებთან ერთად ავიღო ამხელა პასუხისმგებლობა“, - განაცხადა კალაძემ.