ირაკლი ჩიქოვანი: გიორგი გააგრძელებს მისი ღირსელი მამის ირაკლი ხახუბიას დაწყებულ საქმეებს და აქვს ძალიან ბევრი გეგმა უკეთესი ფოთის, ხობის და სენაკისთვის

ირაკლი ჩიქოვანი: გიორგი გააგრძელებს მისი ღირსელი მამის ირაკლი ხახუბიას დაწყებულ საქმეებს და აქვს ძალიან ბევრი გეგმა უკეთესი ფოთის, ხობის და სენაკისთვის

უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჩიქოვანი, გიორგი ხახუბიას ულოცავს ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის არჩევნებში გამარჯვებას.

“ჩემს მეგობარს, ყველასათვის საყვარელი ირაკლი ხახუბიას ვაჟს, გიორგი ხახუბიას ვულოცავ ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის არჩევნებში გამარჯვებას. გიორგი, საქმისადმი ერთგულებით, შრომისმოყვარეობითა და ჩვენი გუნდის დიდი მხარდაჭერით ნამდვილად შეძლებს იმ გამოწვევებსა და საჭიროებებზე მუშაობას რაც მის მაჟორიტარულ ოლქშია. გიორგი გააგრძელებს მისი ღირსელი მამის ირაკლი ხახუბიას დაწყებულ საქმეებს და აქვს ძალიან ბევრი გეგმა უკეთესი ფოთის, ხობის და სენაკისთვის.

ამ არჩევნება აჩვენა ჩვენი გუნდის მიმართ გაზრდილი მხარდაჭერა, მადლობა სამეგრელოს ამ სამ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ თოთოეულ ჩვენს მხარდამჭერს ვინც, მიუხედავად ცუდი ამინდისა, თავისი არჩევანი, დღეს საარჩევნო ყუთთან გააკეთა”.