მიხეილ სარჯველაძე: ვადამდელ არჩევნებზე საუბრით ოპოზიცია კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით დაძაბულობის მუხტის შემოტანას ცდილობს

მიხეილ სარჯველაძე: ვადამდელ არჩევნებზე საუბრით ოპოზიცია კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით დაძაბულობის მუხტის შემოტანას ცდილობს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე საუბრით ოპოზიციას სინამდვილეში რევოლუციური სცენარის განვითარება სურს.

„ვადამდელი არჩევნები რომც გაიმართოს ახლა, ეს იქნება მხოლოდ ერთი წლით გასამართი. ამას ყველა კარგად ხვდება და სინამდვილეში ამას იმიტომ კი არ ამბობენ, რომ რეალურად ვადამდელი არჩევნების ჩატარება უნდათ. ამით ისინი ცდილობენ დაძაბულობის მუხტის შემოტანას კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, მუშაობენ იმაზე, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს. ეს მათთვის, როგორც ჩანს, აღქმულია როგორც ფაქტორი, რომლის გამოც შეძლებენ სისხლიანი რევოლუციის სცენარის განხორციელებას“, - აცხადებს სარჯველაძე.

„ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, კობა ნაყოფიას განცხადებით, მას ეჭვიც არ ეპარება, რომ „თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, ვადამდელი არჩევნები იქნება“. მისი თქმით, ოპოზიცია უნდა იყოს მზად და იყოს სტრატეგიულ საკითხებზე შეთანხმებული.