ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, Black Sea Arena საქართველოში მასშტაბურ კამპანიას, Starring Georgia-ს იწყებს

ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, Black Sea Arena საქართველოში მასშტაბურ კამპანიას, Starring Georgia-ს იწყებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, Black Sea Arena საქართველოში მასშტაბურ კამპანიას - Starring Georgia იწყებს. კამპანიის მთავარი მიზანი ქვეყნის პოპულარიზაცია, საქართველოს ტურისტული, ეკონომიკური და კულტურული პოტენციალის გაძლიერებაა.

ახალი კამპანიის ფარგლებში, Black Sea Arena-ს სცენის გარდა, კონცერტები შეკვეთილში, თბილისსა და სხვა ლოკაციებზე ჩატარდება.

უკვე დაანონსებულია შემდეგი ღონისძიებები:

„Nile Rodgers & Chic“ / 5 აგვისტო / „Black Sea Arena“/Front Stage

„FKJ“ / 6 აგვისტო / „Black Sea Arena“/Front Stage

„Damian Lazarus“ / 10 აგვისტო / „The Social Space“

„The Killers“ / 15 აგვისტო /„Black Sea Arena“

„All Day I Dream“ / 18 აგვისტო / „The Social Space“

„Imagine Dragons “/ 31 აგვისტო / „Mikheil Meskhi Stadium“

დაგეგმილი კონცერტების ბილეთების გაყიდვა 24 აპრილიდან ეტაპობრივად, ვებგვერდზე - BSA.ge - დაიწყება.