ორი წელი გავიდა შარლ მიშელის შეთანხმებიდან და მას შემდეგ, რაც დოკუმენტს ხელი პოლიტიკურმა პარტიებმა მოაწერეს. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამ თარიღს ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს იყო ხელოვნურად შექმნილი კრიზისი.
„ეს იყო შეგნებული, მიზანმიმართული საბოტაჟი რადიკალების მხრიდან. ყველაზე სამწუხარო ის იყო, რომ ამ საბოტაჟს ჰქონდა მხარდაჭერა სამწუხაროდ გარედან, რაც გამოიხატა იმაში, რომ ამ საბოტაჟს უწოდეს კრიზისი. სინამდვილეში ეს არ იყო კრიზისი, ეს იყო აბსოლუტურად ხელოვნური მოვლენა. ამის მთავარი მიზანი იყო ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების ცვლილება, ამის მიზანი იყო ასევე სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფა, „ნაცმოძრაობის“ გავლენის აღდგენა, ნაწილობრივ მაინც სასამართლოზე. ვერც ერთი და ვერც მეორე მიზანი ვერ იქნა მიღწეული“, - განაცხადა კობახიძემ.
„ნაციონალურ მოძრაობას“ დოკუმენტზე ხელის მოსაწერად ასი დღე დასჭირდა, რა დროსაც, „ქართული ოცნების“ მხრიდან შეთანხმება უკვე ანულირებული იყო.