„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, მირდატ ქამადაძე ამბობს, რომ პარტიის მენეჯმენტი, ნიკა მელიას მხარდამჭერებს თანამდებობის დატოვებას სთხოვს.
„ბათუმში, საკრებულოს ფრაქციის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნოდარ დუმბაძის გადაყენება მოითხოვეს. მე მინდა ჩემს მეგობრებს ვუთხრა - ისრები მართლა გასასწორებელია, პარტიული გავლენები მთავარი ოპოზიციური პარტიის მთავარი დღის წესრიგი არ უნდა იყოს, “, - განაცხადა მირდატ ქამადაძემ.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ ისევ მწვავე დაპირისპირებაა. ახალი თავმჯდომარის პირობებში, პარტიის ორი ფლანგის წევრებს უკვე პარტიული თანამდებობების გადანაწილება უჭირთ.