ხათუნა სამნიძე: ჩანს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ სერიოზული განხეთქილებაა და ვფიქრობ, რომ ეს უფრო გაღრმავდება

ხათუნა სამნიძე: ჩანს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ სერიოზული განხეთქილებაა და ვფიქრობ, რომ ეს უფრო გაღრმავდება

ჩანს, რომ პარტიაში სერიოზული განხეთქილებაა და არ ჩანს, რომ ეს მოკლე პერიოდში გადაწყდება, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა „ნაცმოძრაობაში“ მიმდინარე პროცესების შეფასებისას განაცხადა.

ხათუნა სამნიძე ვარაუდობს, რომ ეს განხეთქილება, კიდევ უფრო გაღრმავდება.

„ვფიქრობ, რომ სამწუხაროდ ეს უფრო გაღრმავდება. ასეთ ტიპის პრობლემები, ერთ-ერთ ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში, აისახება ოპოზიციურ სპექტრზე“, - აღნიშნავს სამნიძე.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ისევ მწვავე დაპირისპირებაა. ახლი თავმჯდომარის პირობებში, პარტიის ორი ფლანგის წევრებს უკვე პარტიული თანამდებობების გადანაწილება უჭირთ. ლევან ხაბეიშვილი, ღია დაპირისპირებაზე ახლა აღარ საუბრობს, თუმცა დაძაბულ ვითარებაზე მინიშნებებს არჩევნებისთვის მზადების პარალელურად მაინც აკეთებს.