ლევან ხაბეიშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ მიჩვეულია ტურბულენტობას, ამიტომ პარტიაში ყველა დონეზე ჩატარდება არჩევნები

ლევან ხაბეიშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ მიჩვეულია ტურბულენტობას, ამიტომ პარტიაში ყველა დონეზე ჩატარდება არჩევნები

„ნაციონალური მოძრაობა“ მიჩვეულია ტურბულენტობას, ამიტომ პარტიაში ყველა დონეზე ჩატარდება არჩევნები, - ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

„ნაციონალური მოძრაობა“ მიჩვეულია ტურბულენტობას. არის ჯანსაღი პროცესი, ჯანსაღი კონკურენცია, და, შესაბამისად, გადაწყვეტებიც არის ჯანსაღი. ამიტომ „ნაცმოძრაობაში“ ყველა დონეზე ჩატარდება არჩევნები. არ მინდა ჭორაობაში შევიდე, კონკრეტულ ადამიანებთან არსებობს კომუნიკაცია და ვნახოთ...“ - აცხადებს ხაბეიშვილი.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ისევ მწვავე დაპირისპირებაა. ახალი თავმჯდომარის პირობებში, პარტიის ორი ფლანგის წევრებს უკვე პარტიული თანამდებობების გადანაწილება უჭირთ.