კეზერაშვილი აცხადებდა, რომ აბსოლუტურად არანაირი კავშირი არ ჰქონდა ქოლცენტრებთან, მერე თქვა, რომ ამ საქმის უკან მდგომ მთელ სქემას გამოააშკარავებდა, თვითონვე დაბნეულია თავის ჩვენებებში, - ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
„კეზერაშვილის ყოველი განცხადება წინა განცხადების დეზავუირებას ახდენს. მაგალითად, ის აცხადებდა, რომ აბსოლუტურად არანაირი კავშირი არ აქვს ქოლცენტრებთან და წარმოდგენა არ აქვს რასთან არის ეს დაკავშირებული. მერე ამბობდა, რომ მთელ სქემას ვიტყვი ვინ დგას ამის უკანო. ხედავთ, რომ თავის ჩვენებებში თავად არის დაბნეულ-აბნეული“,- აღნიშნა ქადაგიშვილმა.
BBC-მ კეზერაშვილის თაღლითური სქემის შესახებ საგამოძიებო ფილმი გაავრცელა. მასში დეტალურადაა ნაჩვენები და მოყოლილი, თუ როგორ მიდის კვალი დავით კეზერაშვილამდე.
ფილმში დავით კეზერაშვილი „მისტერ ოფშორად“ არის მოხსენიებული. ამასთან, დასახელებულია კონკრეტული სახელები და გვარები, თუ ვისი მეშვეობით მართავს ე.წ. თაღლითურ სქემას საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.