ხვიჩა კვარაცხელია: ბოდიში და მადლობა  მხარდაჭერისთვის, რომელსაც ყოველ წამს ვგრძნობ,  მიყვარხართ და წინ ბევრი მატჩია, ოცნება გრძელდება

ხვიჩა კვარაცხელია: ბოდიში და მადლობა მხარდაჭერისთვის, რომელსაც ყოველ წამს ვგრძნობ, მიყვარხართ და წინ ბევრი მატჩია, ოცნება გრძელდება

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის განმეორებით შეხვედრაში „ნაპოლიმ“ – „მილანი“ მიიღო და 1:2 დაამარცხდა.

მატჩის მეორე ტაიმში „ნაპოლის“ სასარგებლოდ თერთმეტმეტრიანი დაინიშნა. პენალტი ქართველმა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ შეასრულა, თუმცა მისი დარტყმული მეკარემ მოიგერია.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა, სოციალურ ქსელ „ინსტაგრამზე“ დაწერა, რომ აღნიშნული თამაშით დიდი გამოცდილება მიიღო და რომ ამით ოცნება არ სრულდება.

„რთულია როცა ვხედავ ცრემლებს თქვენს თვალებზე და თქვენთვის ბედნიერება ვერ მომაქვს. ყველანაირად ვეცდები დღევანდელი დღე გამოცდილებად მივიღო.
ბოდიში და მადლობა იმ მხარდაჭერისთვის რომელსაც ყოველ წამს ვგრძნობ ! მიყვარხართ და დავბრუნდებით უფრო ძლიერები. წინ ბევრი მატჩია, ოცნება გრძელდება“, - წერს ხვიჩა კვარაცხელია.