ორად გაყოფას გამოვრიცხავ. დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კარგად იქნება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დავით კირკიტაძემ პარტიაში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას განაცხადა.
„რა თქმა უნდა ეს მცირე უთანხმოება გარკვეულ დისკომფორტს ქმნის როგორც ჩვენს მომხრეებში, ასევე პარტიის შიგნით და იმედს ვიტოვებ, რომ მალე აღმოიფხვრება“, - აღნიშნავს კირკიტაძე.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ თავმჯდომარის თანამდებობაზე ლევან ხაბეიშვილის ლეგიტიმაცია ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ორად გაყოფილ პარტიაში ახალი თავმჯდომარის საქმიანობით უკმაყოფილო მელიას გუნდი ღიად მიანიშნებს, რომ ლევან ხაბეიშვილი საარჩევნოდ გაცემულ დაპირებებს ვერ ასრულებს, რაც შესაძლოა პარტიაში ახალი არჩევნების ჩატარების საფუძველი გახდეს.