ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში ტრადიციული სახალხო შეჯიბრის - ლელობურთისთვის ემზადებიან, რომელსაც გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესწრება.
ლელობურთის დაწყებამდე სოფელ შუხუთში სხვადასხვა კულტურულ-სპორტული აქტივობები და ადგილობრივი მეწარმეების ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა.
ლელობურთი 17:00 საათზე დაიწყება, სადაც ერთმანეთს ზემო და ქვემო შუხუთის მაცხოვრებლები შეეჯიბრებიან.