პენტაგონიდან საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის საქმეზე დაკავებულ ჯეკ ტეიშეირას ბრალი წარედგინა

პენტაგონიდან საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის საქმეზე დაკავებულ ჯეკ ტეიშეირას ბრალი წარედგინა

პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის საქმეზე გამოძიების ფარგლებში დაკავებულ 21 წლის ჯეკ ტეიშეირას ბრალი წარედგინა.

CBS News-ის ინფორმაციით, ბრალდება ეხება ორ მუხლს. ესენია: „ეროვნული თავდაცვის შესახებ ინფორმაციის არასანქცირებული შენახვა და გადაცემა“ და „საიდუმლო დოკუმენტებისა და მასალების არასანქცირებული ამოღება და შენახვა“.

პირველი მუხლის მიხედვით მაქსიმალური სასჯელის სახით 10-წლიანი პატიმრობა, მეორე მუხლის მიხედვით კი 5-წლიანი პატიმრობა არის გათვალისწინებული.

7 აპრილს, პენტაგონის ოფიციალურმა პირმა ტელეკომპანია CNN-ს განუცხადა, რომ პენტაგონი უკრაინის შესახებ აშშ-ისა და ნატოს დაზვერვის სავარაუდო საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვას იძიებს. FBI-მ საქმეზე გამოძიების ფარგლებში საჰაერო ძალების ეროვნული გვარდიის წევრი, 21 წლის ჯეკ ტეიშეირა დააკავა. მას ეროვნული თავდაცვის შესახებ ინფორმაციის არასანქცირებულ შენახვა-გადაცემაში და საიდუმლო დოკუმენტებისა და მასალების არასანქცირებულ ამოღება-შენახვაში ედება ბრალი.

პენტაგონიდან უკრაინის შესახებ საიდუმლო დოკუმენტებმა გაჟონა. რა არის ცნობილი ამ ფაქტის შესახებ?
პენტაგონიდან საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის საქმეზე ჯეკ ტეიშეირა დააკავეს. რა არის ცნობილი 21 წლის ეჭვმიტანილის შესახებ?