პაატა მანჯგალაძე: ჯერ ის კანონი რას წარმოადგენს „ქართული ოცნების“, დეოლიგარქიცაზიის, შემდეგ იმაში შეტანილი ფასადური ცვლილებები

პაატა მანჯგალაძე: ჯერ ის კანონი რას წარმოადგენს „ქართული ოცნების“, დეოლიგარქიცაზიის, შემდეგ იმაში შეტანილი ფასადური ცვლილებები

„სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტში შეტანილ ცვლილებებს არ იწონებს.

„ჯერ ის კანონი რას წარმოადგენს „ქართული ოცნების“, დეოლიგარქიცაზიის, შემდეგ იმაში შეტანილი ფასადური ცვლილებები. ვენეციის კომისიამ თქვა, რომ მთავრობა არ უნდა მონაწილეობდესო, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ თქვა, რომ აი, შევასრულეთ რეკომენდაცია და მთავრობასთან დაქვემდებარებული ანტიკორუფციული სააგენტო გადაწყვეტს ამ საკითხს“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

შალვა პაპუაშვილმა ვენეციის კომისიის პრეზიდენტს „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის თაობაზე დაჩქარებული მოსაზრების შემუშავების თხოვნით მიმართა.