მაია ბითაძე: სამარცხვინოა, როდესაც ყოფილი თავდაცვის მინისტრი, რომელიც ჯერ კიდევ დანაშაულს ჩადიოდა თანამდებობაზე ყოფნის დროს, განაგრძობს საერთაშორისო მასშტაბის კრიმინალური საქმიანობას

მაია ბითაძე: სამარცხვინოა, როდესაც ყოფილი თავდაცვის მინისტრი, რომელიც ჯერ კიდევ დანაშაულს ჩადიოდა თანამდებობაზე ყოფნის დროს, განაგრძობს საერთაშორისო მასშტაბის კრიმინალური საქმიანობას

ვწუხვარ, რომ საქართველოს მოქალაქე, ყოფილი თანამდებობის პირი არის გარეული საერთაშორისო კრიმინალურ, ძალიან სამარცხვინო დანაშაულში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მაია ბითაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სამარცხვინოა, როდესაც ყოფილი თავდაცვის მინისტრი, რომელიც ჯერ კიდევ დანაშაულს ჩადიოდა თანამდებობაზე ყოფნის დროს, განაგრძობს საერთაშორისო მასშტაბის კრიმინალური საქმიანობას.

„სამწუხაროდ, ჩვენმა პარტნიორმა ბრიტანეთის მთავრობამ არ გადმოგვცა დავით კეზერაშვილი იმისთვის, რომ იგი განსასჯელის სკამზე დამჯდარიყო. სავარაუდოდ, სწორედ ეს გადაწყვეტილება გახდა ის, რომ მან კვლავ გააგრძელა უფრო გლობალური მასშტაბის დანაშაულის ჩადენა. ამის დადასტურება პრაქტიკულად ჩვენ ვიხილეთ BBC-ის ჟურნალისტური გამოძიების შედეგად, რაც ძალიან სამწუხაროა და სამარცხვინოა, როდესაც ყოფილი თავდაცვის მინისტრი, რომელიც ჯერ კიდევ დანაშაულს ჩადიოდა თანამდებობაზე ყოფნის დროს, განაგრძობს საერთაშორისო მასშტაბის კრიმინალური საქმიანობის განხორციელებას. ასეთი ფულით დაფინანსებული ნებისმიერი პლატფორმა, იქნება ეს საინფორმაციო, არასაინფორმაციო, კამპანიური თუ სხვა, ვფიქრობ, არის პასუხისმგებლობის გაზიარება. ვწუხვარ, რომ საქართველოს მოქალაქე ყოფილი თანამდებობის პირი არის გარეული საერთაშორისო კრიმინალურ, ძალიან სამარცხვინო დანაშაულში“, - განაცხადა მაია ბითაძემ.