ხატია დეკანოიძე
ხატია დეკანოიძე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
წინა სტატია
მძიმეა, რაც იყო აღწერილი ყველა ფაქტი, მაგრამ ყველა შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ საბოლოო ვერდიქტი გამოიტანოს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ დავით კეზერაშვილის თაღლითურ სქემაზე BBC-ის ფილმზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, იგი საქართველოში არსებულ სასამართლოს არ ენდობა, თუმცა ენდობა ბრიტანეთის სასამართლოსა და საერთაშორისო გამოძიებას.
„არ ვენდობი საქართველოში სასამართლოს, მაგრამ რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ადამიანი ენდობა ბრიტანეთის სასამართლოს, საერთაშორისო გამოძიებას, „ინტერპოლს“, „ევროჯასტს“. ამიტომ, ვფიქრობ, როგორც ადრესატმა განაცხადა, იგი მიმართავს სასამართლოს, გაირკვევა სიმართლე, დადგინდება გამოძიების შედეგი და საბოლოო ვერდიქტის შემდეგ ალბათ, უფრო ობიექტური ინფორმაცია გვეცოდინება.
მძიმეა, რაც იყო აღწერილი ყველა ფაქტი, მაგრამ ყველა შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ საბოლოო ვერდიქტი გამოიტანოს“, - განაცხადა დეკანოიძემ.
აუდიო მასალის შემდეგ, BBC-მ კეზერაშვილის თაღლითური სქემის შესახებ საგამოძიებო ფილმიც გაავრცელა. მასში დეტალურადაა ნაჩვენები და მოყოლილი, თუ როგორ მიდის კვალი დავით კეზერაშვილამდე.
ფილმში დავით კეზერაშვილი „მისტერ ოფშორად“ არის მოხსენიებული. ამასთან, დასახელებულია კონკრეტული სახელები და გვარები, თუ ვისი მეშვეობით მართავს ე.წ. თაღლითურ სქემას საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.
მანამდე BBC-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, სადაც გაშიფრულია ევროპელი პენსიონერების გაძარცვის სქემა, ხოლო თაღლითური სქემის ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია დასახელებული.