მაია ნიკოლეიშვილი: არ მგონია ასეთი პრეცედენტი არსებობდეს მსოფლიოში, რომ დახურულ სივრცეს ვერ უძლებს ადამიანი, ამიტომ გამოუშვით - ეს წარმოუდგენელი რამეა

მაია ნიკოლეიშვილი: არ მგონია ასეთი პრეცედენტი არსებობდეს მსოფლიოში, რომ დახურულ სივრცეს ვერ უძლებს ადამიანი, ამიტომ გამოუშვით - ეს წარმოუდგენელი რამეა

არ მგონია ასეთი პრეცედენტი არსებობდეს მსოფლიოში, რომ დახურულ სივრცეს ვერ უძლებს ადამიანი ამიტომ გამოუშვით, რომ კიდევ ჩაიდინოს დანაშაული, ეს წარმოუდგენელი რამეა, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა ექსპერტმა, მაია ნიკოლეიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, თითქოს ყველა ელოდება, რომ მიხეილ სააკაშვილის წონამ დაიკლოს და კიდევ უფრო უარესად იყოს.

„დავუშვათ, დაისვას საბოლოოდ ანორექსიის დიაგნოზი, რომელსაც ხელი შეუწყო ყველამ. მიიყვანეს აქამდე. მას აქვს თავისი ფსიქოლოგიური პრობლემები და დამატებული ამას ანორექსია, სტრასბურგმა რა უნდა თქვას? დიაგნოზს ვერ დასვამს. სამკურნალო დაწესებულებაში არის, მას არავინ არ აწამებს და სტრასბურგმა გამოიტანოს ის გადაწყვეტილება, რაც საქართველოს კანონმდებლობაში არ არის, დახურულ სივრცეს ვერ უძლებსო, არ მგონია.

არ მგონია, ასეთი პრეცედენტი არსებობდეს მსოფლიოში, რომ დახურულ სივრცეს ვერ უძლებს ადამიანი ამიტომ გამოუშვით, რომ მან კიდევ ჩაიდინოს დანაშაული, კიდევ გადაკვეთოს საზღვარი და ა.შ, ეს წარმოუდგენელი რამ არის. ინფორმაციის მიწოდებას საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ძალიან წონადი უნდა იყოს, რომ მათ ნამდვილად შეექმნათ წარმოდგენა. თუნდაც იმ ექსპერტების დაკითხვები, რაც საოცრად არამყარი და ცვალებადი იყო. ეს ყველაფერი თუ კარგად მიეწოდა ვერ წარმომიდგენია, სტრასბურგმა რა შეიძლება თქვას?“, - განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.