ლაშა კალანდაძე: შვეიცარიაში Credit Suisse-ის იმიჯი გამოირჩეოდა და უკვე ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდა, რომ შერწყმა ხდება ერთ-ერთ წამყვან შვეიცარიულ ბანკთან

ლაშა კალანდაძე: შვეიცარიაში Credit Suisse-ის იმიჯი გამოირჩეოდა და უკვე ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდა, რომ შერწყმა ხდება ერთ-ერთ წამყვან შვეიცარიულ ბანკთან

Credit Suisse-ს აქვს 167- წლიანი ისტორია. მისი იმიჯი შვეიცარიაში განსაკუთრებით გამოირჩეოდა და წარმოიდგინეთ, უკვე ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდა, როდესაც შერწყმა ხდება ერთ-ერთ წამყვან შვეიცარიულ ბანკთან, თუმცა პროცესი მიმდინარეა, - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა ლაშა კალანდაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, უკვე ახალი ბანკი იქნება ვალდებული მათი მხარის წინაშე.

„როგორც ჩანს, Credit Suisse-ის მენეჯმენტი ამ მიმართულებით აქცენტებს აკეთებდა და გარკვეული ბარიერები არსებობდა საზოგადოების ინფორმირების კუთხით, თუმცა ეს ისეთი ბარიერებია, რომელთა გადალახვაც ხერხდება, მაგრამ გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. წინა პერიოდში თუ მარტივად ხდებოდა ინფორმაციის გავრცელება და დაინტერესებულ პირებამდე მიტანა, გარკვეული ბარიერები გამოჩნდა, თუმცა ჩვენი ძალისხმევის შედეგად ეს ბარიერები გადაილახება ხოლმე და მაქსიმალურად ვახდენთ საზოგადოების ინფორმირებას, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოების“, - განაცხადა ლაშა კალანდაძემ.