საქართველოს აქვს ერთადერთი გამოსავალი, გაიგოს როგორი ქვეყნის მშენებლობა გვინდა და ჩვენი მტრები და მოყვარეები ამით განვსაზღვროთ, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში საზოგადოებრივი მოძრაობა „პოლიტიკური არჩევანის“ დამფუძნებელმა, რომან კაკულიამ განაცხადა.
„ჩვენ თვითონ გავერკვეთ რას ნიშნავს დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობა, გავერკვეთ პრინციპებში, რას ნიშნავს, როდესაც ჩვენ გვინდა ისეთი ქვეყანა, სადაც ადამიანებს რეალურად, რასაც თავისუფლება ჰქვია ისე შეეძლებათ მოქმედება. დასავლეთის ეს ინსტრუმენტი პირველ რიგში იმით არის ძალიან მძიმე, რომ მან გამოიწვია სწორედ დემოკრატიასთან დაკავშირებული ორმაგი სტანდარტების შემოღება, რომელმაც ღირებულებათა აღრევა გამოიწვია.
ჩვენ თუ მოვახერხებთ გავერკვეთ, რეალურად რა არის დემოკრატიული ღირებულებები, იმიტომ რომ ამის ალტერნატივა არავის უნდა, თუ ამაში გავერკვევით და ჩვენი მარკერი, მხოლოდ ეს გახდება, რომ ვისთან ვმეგობრობთ და ვისთან არა, მაშინ დავაღწევთ ამას თავს, სხვა გამოსავალი არ გვაქვს.
ევროკავშირი და დასავლეთი ელდორადო კი არ არის, რომ მთავარია იქ მიაღწიო, მთავარი ის არის შენ იქ როგორი მიხვალ და რას წარმოადგენ“, - აღნიშნა რომან კაკულიამ.