ლევან ხაბეიშვილი: „აგენტების შესახებ“ კანონპროექტის განხილვის დროს ხატია დეკანოიძე მაიამიში იმყოფებოდა

ლევან ხაბეიშვილი: „აგენტების შესახებ“ კანონპროექტის განხილვის დროს ხატია დეკანოიძე მაიამიში იმყოფებოდა

„ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედი და ყოფილი თანაგუნდელები ერთმანეთს აკრიტიკებენ. ამჯერად დაპირისპირებაა ლევან ხაბეიშვილსა და ხატია დეკანოიძეს შორის.

პარტიის თავმჯდომარე დამოუკიდებელ დეპუტატს საპარლამენტო საქმიანობას უწუნებს და ამტკიცებს, რომ „აგენტების შესახებ“ კანონპროექტის განხილვის დროს ხატია დეკანოიძე მაიამიში იმყოფებოდა.