სამწუხაროდ, ადამიანის საქმიანობის ნამდვილი შემფასებელი არის ისტორია - არც დავით აღმაშენებელს და არც რუსთაველს აღიარებდნენ თანამედროვეები თავის დროზე, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
„სამწუხაროდ, ადამიანის საქმიანობის ნამდვილი შემფასებელი არის ისტორია. ჩვენ ამის უამრავი მაგალითი გვაქვს. არც დავით აღმაშენებელს და არც რუსთაველს აღიარებდნენ თანამედროვეები თავის დროზე. არც ილია ჭავჭავაძე უყვარდათ დიდად. მე შედარებას კი არ ვაკეთებ“, - აცხადებს მანჯგალაძე.
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს თავისუფლებისთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის პოლონეთის ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდო – „პრომეთეს ჯილდო“ გადაეცა.