ანდრია გვიდიანი: ევროპული ქვეყნები, რომლებმაც რუსეთს სანქციები დაუწესეს, ხშირ შემთხვევაში შემჩნეულები არიან სანქციების გვერდის ავლაში

ანდრია გვიდიანი: ევროპული ქვეყნები, რომლებმაც რუსეთს სანქციები დაუწესეს, ხშირ შემთხვევაში შემჩნეულები არიან სანქციების გვერდის ავლაში

ევროპული ქვეყნები, რომლებმაც რუსეთს სანქციები დაუწესეს, ხშირ შემთხვევაში შემჩნეულები არიან სანქციების გვერდის ავლაში, - აცხადებს ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი, რითაც ლატვიური მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას აფასებს.

„მე ვფიქრობ, რომ ეს ფარისევლობის კლასიკური ნიმუშია, როდესაც თავად არღვევ სანქციების, მეორე ხელით კი ამუნათებ სხვა ქვეყნებს, რომ მათი ტერიტორია სანქციების გვერდის ავლისთვის გამოიყენება. უკრაინას არ შეუწყვეტია რუსული ბუნებრივი აირის ტრანზიტი ევროპის მიმართულებით. უკრაინის ტერიტორია გამოიყენება იმისთვის, რომ რუსეთმა მიიღოს შესაბამისი ფინანსური რესურსები ევროპიდან და ეს მოახმაროს შემდეგ უკრაინაში ომს“, - აცხადებს გვიდიანი.

ათობით უკრაინულ ბენზინმზიდს ყოველდღიურად, უკრაინული და საერთაშორისო სანქციებისთვის გვერდის ავლით ლატვიის დედაქალაქიდან რუსული საქონელი გააქვთ. ამის შესახებ ლატვიური მედია ლატვიურ პროექტზე Nekā personīga დაყრდნობით წერს.