გვარამიასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის საუბარი გასაკვირი არ არის, რადგან ისინი წარმოადგენენ წინა ხელისუფლების პირველ პირებს, რომლებისთვისაც ჩვეული იყო მსგავსი პრაქტიკით მოქმედება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ განაცხადა.
„გვარამიასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის საუბარი გასაკვირი არ არის, იმიტომ, რომ ისინი წარმოადგენენ წინა ხელისუფლების პირველ პირებს, რომლებისთვისაც ჩვეული იყო მსგავსი პრაქტიკით მოქმედება. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, თუ როგორი მეთოდებითა და ფორმით ხდებოდა გადაწყვეტილების მიღება წინა ხელისუფლების პირობებში და მაშინ არავის დასანქცირებაზე საუბარი არ ყოფილა და განცხადება არ გაკეთებულა. ამიტომ ორმაგი სტანდარტების მიდგომა, რა თქმა უნდა, ჩვენი საზოგადოებისა და ქვეყნისთვის მიუღებელია“, - აღნიშნა მიქანაძემ.
სოციალურ ქსელში ხელახლა ვრცელდება ფარული აუდიოჩანაწერი, რომელიც ნიკა გვარამიასა და საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის საუბარს ასახავს.