საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს ხვდება. მოსამართლეებისა და პრემიერ-მინისტრის შეხვედრა უზენაეს სასამართლოში იმართება.
შეხვედრა უკავშირდება აშშ-ის მიერ საქართველოს ოთხი მოსამართლის დასანქცირებას, რასთან დაკავშირებითაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე, მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილმა განცხადებით მიმართა პრემიერ-მინისტრს და მასთან შეხვედრა მოითხოვა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ-მა მოსამართლეებს მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის მოტივით, სანქციები დაუწესა.