16 და 17 აპრილს სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები მგზავრებს უფასოდ მოემსახურება ლურჯი ავტობუსი

16 და 17 აპრილს სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები მგზავრებს უფასოდ მოემსახურება ლურჯი ავტობუსი

16 და 17 აპრილს სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსების დროებითი მარშრუტები დაწესდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, 16 და 17 აპრილს დაწესდება ავტობუსის დროებითი მარშრუტები, რომლებიც 08:00 საათიდან 20:00 საათამდე იმოძრავებენ მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით.

„აღნიშნულ მარშრუტებზე მოძრავი ავტობუსები მგზავრებს მოემსახურება უფასოდ. ავტობუსები იმოძრავებენ მეტროსადგურებიდან - „მარჯანიშვილი“, „დიდუბე“, „დელისი“, „სარაჯიშვილი“, „ვარკეთილი“, ასევე, სადგურის მოედნიდან, ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან და ვარკეთილის III მასივიდან, კერძოდ, შუამთისა და აბაშვილის ქუჩების გადაკვეთიდან“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.