„იმედის კვირა“ შეეცადა გაერკვია, რისთვის სჭირდება წაგებული ომის მინისტრს, დავით კეზერაშვილს წაგებული ომის გენერლები მამუკა ყურაშვილი და ზაზა გოგავა.
ეს კითხვა მას შემდეგ გაჩნდა, რაც ხაბეიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ახალ სახეებად მამუკა ყურაშვილი და ზაზა გოგავა წარადგინა. წაგებული ომის გენერლების დესანტი „ნაციონალურ მოძრაობაში“ ოლიგარქ კეზერაშვილის ვრცელი ინტერვიუს შემდეგ გაჩნდა. სადაც მან აღიარა, რომ აფინანსებს არა მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“, არამედ სხვა ოპოზიციურ პარტიებს, არასამთავრობო სექტორს და მედიებს.
სავარაუდოდ, ოლიგარქი კეზერაშვილი ცდილობს, თავდაცვის მინისტრობის დროს კორუფციით, სახელმწიფო თანხების მითვისებით ნაშოვნი მილიონები ხელისუფლების რევოლუციური სცენარით შეცვლისთვის გამოიყენოს და ამ თამაშში დევი ჭანკოტაძის შემდეგ მამუკა ყურაშვილი და ზაზა გოგავაც ჩართოს. გოგავა, რომელსაც დღემდე პოლიციელის სტატუსით უფრო იცნობენ, გენშტაბის ყოფილი ხელმძღვანელს, ახლა „ნაციონალური მოძრაობაში“ თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულება ჩააბარეს.