ლევან ხაბეიშვილი: ერთხელ და სამუდამოდ, ამ ქვეყანაში უნდა გაირკვეს, ვინ არის ნამდვილი და ვინ თვითმარქვია ოპოზიცია

ლევან ხაბეიშვილი: ერთხელ და სამუდამოდ, ამ ქვეყანაში უნდა გაირკვეს, ვინ არის ნამდვილი და ვინ თვითმარქვია ოპოზიცია

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ერთხელ და სამუდამოდ, ამ ქვეყანაში უნდა გაირკვეს, ვინ არის ნამდვილი ოპოზიცია და ვინ თვითმარქვია.

ამის შესახებ ხაბეიშვილმა რუსთაველის გამზირზე, „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„დღეს თქვენ აქ ნახეთ მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, რომელმაც ისაუბრა ერთობის მნიშვნელობაზე, ნახეთ პოლიტიკური ლიდერი გიორგი ვაშაძე, რომელმაც ასევე ისაუბრა ერთობის მნიშვნელობაზე. ერთხელ და სამუდამოდ, ამ ქვეყანაში უნდა გაირკვეს, ვინ არის ნამდვილი ოპოზიცია და ვინ არის თვითმარქვია ოპოზიცია“, – აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.