ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა ფოთის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ განაცხადა.
,,და ისევ ბრძოლა, და ისევ ერთმანეთის თვალებში ჩახედვა გვჭირდება ჩვენ, ღმერთმა გაგახაროთ! აი , ასეთი გამორჩეული დღეები მოწმობს იმის შესახებ, რომ ამ ქვეყანას გადაშენება არ უწერია, ქართველ ერს გადაშენება არ უწერია, ვიდრე ჩვენს გულში არის ღმერთი. მხოლოდ გვჭირდება, რომ უკეთესად გავიცნოთ ჩვენი თავი, უკეთესად გავიცნოთ უფალი და ჩვენი დამმარცხებელი არა კაცი არ იქნება და ვერა კაცი ვერ იქნება, ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო, აქ ფოთში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, იგივე რუსთაველის პროსპექტზე, საქართველოს ყველა ქუჩები სოფლებსა და ქალაქებში, რადგან ჩვენი გადარჩენა უფალშია , ჩვენი გადარჩენა ერთმანეთის სიყვარულსა და პატივისცემაშია, ბოროტება ბოროტებას შობს, უხეშობა უხეშობას ბადებს და სიყვარული სიყვარულს ამრავლებს“, - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.
ფოთისა და ხობის ეპარქიის მმართველმა, კითხვაზე, არსებობს თუ არა საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხე, მიტროპოლიტმა აღნიშნა, რომ ასეთი საფრთხე ყოველთვის იქნება.
,,ასეთი საფრთხე ყოველთვის არის და იქნება, თუ დაგვავიწყდება ჩვენი პასუხისმგებლობა, თუ ჩვენთვის სახმართმოყვარება მაღლა დადგება, ვიდრე ჩვენი ქვეყნის სიყვარული და სამშობლოსათვის თავდადება. ეს არის უმნიშვნელოვანესი და იმედი მაქვს ჩვენთვის წარუშლელად იქნება 9 აპრილიც და ბევრი ის დღეები, რომლებმაც მიუხედავად მსხვერპლისა, მიუხედავად დამარცხებებისა, იმ სირთულეებისა რაც ყოფილა, დღემდე მოგვიყვანა ჩვენ და ამისი ხსოვნა ჩვენ გვაძლიერებს “, - განაცხდა მეუფე გრიგოლმა.