Washington Post: ამერიკული სპეცსამსახურებისთვის ცნობილი გახდა, რომ რუსული კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერი“ იარაღის ყიდვას თურქეთში ცდილობდა

Washington Post: ამერიკული სპეცსამსახურებისთვის ცნობილი გახდა, რომ რუსული კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერი“ იარაღის ყიდვას თურქეთში ცდილობდა

ამერიკული სპეცსამსახურებისთვის ცნობილი გახდა, რომ რუსული კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერი“ იარაღის ყიდვას თურქეთში ცდილობდა. ინფორმაციას „ვაშინგტონ პოსტი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, თებერვლის დასაწყისში „ვაგნერის“ წარმომადგენლებმა თურქეთში შეხვედრები გამართეს უკრაინის ოპერაციებისთვის იარაღის შეძენის მიზნით, თუმცა ვის შეხვდნენ და რა შედეგით დასრულდა შეხვედრა, უცნობია.

ოფიციალურ ანკარას სკანდალურ ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებია.