ირაკლი კობახიძე ზურაბიშვილზე: ჯობდა, საუბარი სააკაშვილისა და ადეიშვილის სანქცირებაზე დაეწყო და მერე შეიძლება, გასაგები ყოფილიყო მისი რაღაც განცხადებები

ირაკლი კობახიძე ზურაბიშვილზე: ჯობდა, საუბარი სააკაშვილისა და ადეიშვილის სანქცირებაზე დაეწყო და მერე შეიძლება, გასაგები ყოფილიყო მისი რაღაც განცხადებები

ჩვენ ვხედავთ მის ცოტა გაუგებარ განცხადებებს, რაც ძალიან მოხშირებულია ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში სალომე ზურაბიშვილზე საუბრისას განაცხადა.

„ჯობდა, ჯერ დაეწყო საუბარი სააკაშვილისა და ადეიშვილის სანქცირებაზე და მერე შეიძლება, მეტნაკლებად გასაგები ყოფილიყო მისი რაღაც განცხადებები, მაგრამ ჯერ დაიწყო საუბარი ამაზე. ჯერ მოითხოვოს სააკაშვილისა და ადეიშვილის სანქცირება, მოითხოვოს სამართლიანობა და მერე თქვას ნებისმიერი სხვა რამ“ - განაცხადა კობახიძემ.

სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, ბრაზისა და სიხარულის ნაცვლად სჯობს, ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას კანდიდატის სტატუსის გადასარჩენად.