რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ტერმინ რევოლუციის გამოყენებას თავისი შინაარსი და ისტორია გააჩნია. 2012 წლიდან დღემდე, ვერც ერთ არჩევნებში ნაცმოძრაობა ვერ იმარჯვებს და მას არა აქვს მხარდაჭერა საზოგადოებაში და ყოველთვის, როგორც კი ლეგალური გზით ხელისუფლებაში მოსვლის რესურსი არა აქვთ, ცდილობენ რევოლუცია მოაწყონ და მოვიდნენ ხელისუფლებაში , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
„როგორც ისინი მიიჩნევენ, ოპოზიცია მათთვის ბუნებრივი მდგომარეობა არ არის - ისინი აუცილებლად ხელისუფლებაში უნდა იყვნენ და ის სადისტური მეთოდები კვლავ შემოიტანონ დღის წესრიგში. არის ტრენინგების გარკვეული სურვილები, ახალგაზრდებისთვის ტვინის გამორეცხვა“, - განაცხადა მათიკაშვილმა.