თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ საჭიროა იმ მოსამართელთა საუბრების ამოღება, რომლებსაც აშშ-მა სანქციები დაუწესა

თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ საჭიროა იმ მოსამართელთა საუბრების ამოღება, რომლებსაც აშშ-მა სანქციები დაუწესა

თაკო ჩარკვიანი – ხელისუფლებას აშშ-მა უთხრა, რომ დასანქცირება ჭორის დონეზე კი არა, ლეგიტიმური მტკიცებულებებით გაკეთდა, ახლა საჭიროა, მათი საუბრების ამოღება

მაქვს ინფორმაცია, რომ ხელისუფლებას უკვე უთხრეს პროფესიონალებმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რომ ეს დასანქცირება ჭორის დონეზე კი არა, ლეგიტიმური მტკიცებულებებით გაკეთდა, – ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.

როგორც თაკო ჩარკვიანმა აღნიშნა, „ახლა საჭიროა მათი საუბრების ამოღება და როგორც ჩანს, უკვე არსებობს ეს ყველაფერი დამუშავებული“.

„პარალელურად შეიძლება, ეს რაღაც კომისია შეიქმნას, მაგრამ მათ სასწრაფოდ უნდა შეუჩერდეთ უფლებამოსილება. ხალხო, ნუ გვავიწყდება, მექრთამე ხალხს აქვთ განაჩენი გამოტანილი ჩვენი ძმებისთვის, დებისთვის და შვილებისთვის. ლინჩის წესით გვასამართლებენ მოქალაქეებს. ეს არის საქართველოს დღევანდელი ვითარება“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

amo ვერ ვიქნები მოსამართლეთა დამცველი, მაგრამ ვერ ვეგუები სასამართლოს მიტაცებას. ქ-ნო თაკო "ლინჩის წესით გვასამართლებენ", თუ ლინჩის წესით გ ვ ა ს ა მ ა რ თ ლ ე ბ დ ნ ე ნ ? აქ უკვე მიტაცებას კი არა მიწერასაა აქვს ადგილი.
2 წლის უკან